ამირან გამყრელიძე : პანდემიის დროს პანიკა ყველაზე ცუდი მტერია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, 112-ის საშუალებით ექიმს უნდა მიმართონ.

მისივე თქმით, ადამიანები პანიკას არ უნდა აყვნენ, რადგან როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის დროს პანიკა ყველაზე ცუდი მტერია.

„დღეს მთავარი აქცენტი ადამიანების ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ამავე დროს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი „კოვიდისა“, როგორიც არის ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა, ახლდეს დიარიაც, განსაკუთრებით ბავშვებში, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი მდგომარეობა.

უმეტესობას სჭირდება ბინაზე მკურნალობა, ასევე უმეტესობას არ სჭირდება წამალი ბინაზე, თუ მას კიდევ სხვა დაავადება არ აქვს, რომლის გამოც ის მუდმივად იღებდა წამალს. ძირითადად, ბინაზე პაციენტებს სიცხის დამწევი საშუალება სჭირდებათ, როცა ტემპერატურა 38-ზე, ან 38-ნახევარზე ზევით არის. ჩვეულებრივად, 10-12 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის და ადამიანი ჯანმრთელდება. ამიტომ, გთხოვთ, ვრცელდებოდეს მუდმივად ინფორმაცია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პანიკა ყველაზე ცუდი მტერია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშინაკაშიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება
შემდეგი სტატიაჩქვალერში საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს