ამირან გამყრელიძე: ორსულებს მოვუწიოდებ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ ჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

გამყრელიძე მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი ორსულებს, ისარგებლონ შეთავაზებით და გრიპზე აიცრან.

„მოგეხსენებათ, ყოველკვირეულად ვაახლებთ ინფორმაციას გრიპთან დაკავშირებით, დღეს შემოვა ინფორმაციები და ვნახავთ. ჯერ ჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით, გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია, მივიდეს პოლიკლინიკებში და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის. ქცეყანაში არის საკმარისი რაოდენობით, დაახლოებით 60-65 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლოთ იმ შემოთავაზებით, რაც წელს სახელმწიფომ გააკეთა. 235 ათასი დოზა წელს სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. ვთხოვეთ მასწავლებლებს, რომ ჩაერთონ, ასევე გავაფართოეთ და მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულებს, ორსულებისთვის მთელს სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული აცრილი იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ჩვენს მიერ გაწერილი ძირეული რეფორმით ცესკო-ს მიმართ ნდობის აღდგენა შეიძლება