29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ამირან გამყრელიძე: ნამდვილად არ მეგონა, თუ გამოჩენილი ექიმის მიმართ ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო

„ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო. რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას
ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით.
სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს“, — წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
banner
წინა სტატიაში“კომუნიკაცია შემდგარია, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა”- კახა წიქარიშვილი დიუშენის სინდრომის წამლის შემოტანაზე
შემდეგი სტატიაThe Washington Post: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ნეთანიაჰუს ტრამპსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა სურს