ამირან გამყრელიძე: მინდა ბოდიში მოვუხადო თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ

„მინდა ბოდიში მოვუხადო თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ“,- ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ინფორმაციას საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია და ყველაფერი წესრიგდება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ექსტრემალურ პირობებში. მაქვს ინფორმაცია, რაზეც მეკითხებით. „ვივამედი“ კერძო დაწესებულებაა და კარგია, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე წამოვიდა. მინდა ბოდიში მოვუხადო თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად არის ამ საკითხში ჩართული და ყველაფერი წესრიგდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკარანტინო ზონაში შესაბამისი პირობები არ არის. როგორც ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მას აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც მოქალაქე საკარანტინო პირობებზე ყვება.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება