ამირან გამყრელიძე – მეგონა, გიორგი ვაშაძე ტესტებს გვაჩუქებდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ტესტების მომწოდებლებთან დაკავშირებაში დახმარება მათ არ სჭირდებათ.

კითხვაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარებას გაუწევს, რომ დააკავშიროს ტესტების მომწოდებლებთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა: „დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგონა, რომ შემოგვთავაზებდა, ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, რადგან, გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც. ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

როდესაც მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს დიდ მადლობას გადავუხდით. მომწოდებლებთან დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ტესტების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ