ამირან გამყრელიძე: ლუგარის ცენტრში კიდევ 24 ნიმუში იტესტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„გვიან ღამემდე ლუგარის ცენტრში კიდევ 24 ნიმუში იტესტება. ჩვენ ჯერჯერობით საქართველოში შიდა გავრცელების შემთხვევები არ გვაქვს. ყველა შემთხვევა არის იმპორტირებული – 2 ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან, ან იტალიასთან ასოცირებული გადაცემები. ჯერ არ გვაქვს მესამეული და მეოთხეული გადაცემა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში კორონავირუსის მატარებელი არც ერთი პაციენტი ამ დრომდე არ გამოვლენილა
შემდეგი სტატიასენატორი რიში: შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს