ამირან გამყრელიძე – კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია

თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად სჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს.

„უსიმპტომო პაციენტები ძირითადად გადადიან საკარანტინო სივრცეებში და სწორედ იქ იმართებიან. გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც 5 ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან 4 გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფია. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს და თუ იქ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება, ისინი სწრაფად გადმოგვყავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთია დღეს 4 ავადმყოფი, რომელიც ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. კიდევ 8 პაციენტი ასევე კრიტიკულია, თუმცა ისინი გახლავთ ჟანგბადდამოკიდებული. ზოგადად მძიმეა 70-მდე ადამიანი, დანარჩენი კი, მსუბუქი, საშუალო და უსიმპტომო პაციენტები არიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა
შემდეგი სტატიაცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა