ამირან გამყრელიძე – კორონავირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული, უკვე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ პერიოდულად, გარკვეულ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახლადინფიცირებულთა გამოვლენილ რიცხვს აჭარბებს.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 240-ს შეადგენს, თუმცა აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ეს ციფრი ხვალ დილისთვის ბევრად მეტი იქნება.

„ყოველდღიური ახალი შემთხვევების და ყოველდღიური გამოჯანმრთელების აბსოლუტურ რიცხვს თუ დავუკვირდებით, ნახავთ, რომ უკვე ტენდენცია გამოჩნდა, მხოლოდ ტენდენცია იმისა, რომ პერიოდულად, გარკვეულ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახლადინფიცირებულთა გამოვლენილ რაოდენობას. მე გამოჯანმრთელებული 240 გითხარით, რა თქმა უნდა, მაქვს უკვე წინასწარი ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება ამისი, რომელიც დილას განახლდება დაახლოებით 10-დან თერთმეტის ნახევრამდე. გთხოვთ, ამ ინფორმაციას ყოველდღიურად მიყვეთ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – შემდგომ ეტაპზე ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული პერსონალის ტესტირება, ასევე, მიმდინარეობს სასურსათო მაღაზიების თანამშრომლების აღრიცხვა