ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის

დიდი ალბათობით, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაძლევას შევძლებთ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი ადამიანი მკურნალობს, ვისაც კორონავირუსული ინფექცია ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

„მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი. მათ დღეს გადაუმეორდათ ლაბორატორიული კვლევა და ჯერჯერობით დადებითია კვლევა. ანუ ჯერ ისინი საჭიროებენ დაკვირვებას. ეპიდემიის საშიშროების შესახებ ვერ გეტყვით, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს. თუმცა შემთხვევების მატება გვექნება დიდი ალბათობით. პანიკის საფუძველი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაძლევას შევძლებთ. რეკომენდაცია რჩება იგივე, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისაგან. თუ აუცილებლობაა და უნდა წავიდეთ, აუცილებელია რომ 2 კვირა ვიყოთ დაკვირვების ქვეშ, უნდა გავატაროთ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და მივმართოთ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია იტალიის ელჩისგან მიიღო
შემდეგი სტატიაიტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია