ამირან გამყრელიძე – კორონავირუსი არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე ვაქცინა არ იქნება

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2020 12:47

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსი არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე ვაქცინა არ იქნება

ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე არ ვაქცინა არ შემოვა ხმარებაში, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვაზე და ღონისძიებების გამკაცრებაზე არ ვისმჯელებთ, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საზოგადოება უნდა შეეგუოს კორონავირუსთან თანაცხოვრებას.

„ჩვენი მთავარი სლოგანია, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში, არც ხუთ თვეში და დაახლოებით წელიწადი, წელიწადნახევარი ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად – ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? როგორც ვცხოვრობთ დიაბეტთან ერთად, როგორც ვცხოვრობთ სხვა დაავადებებთან ერთად, უნდა გავითავისოთ. ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე არ იქნება ეთიოტროპიული წამალი, ან პირდაპირ ვაქცინა არ შემოვა ხმარებაში, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებაზე არ ვიმსჯელებთ, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ. გაფართოებული ტესტირებით შეგვიძლია, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ამ ადამიანთა იზოლაცია. რაც შეეხება მიკროღონისძიებების გამკაცრებას, რაც გამოყენებული იყო მესტიაში, ყარაჯალაში ბოლნისში და სხვაგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ჩვენ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2020 12:47