ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

“მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მათ პროფესიონალიზმზე, თითოეული საავადმყოფოს მზადყოფნის გეგმებზე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს მზადყოფნის გეგმა, ასეთივე უნდა ჰქონდეს თითოეულ კლინიკას, მათ ასევე ევალებათ, რომ მედიკამენტების სამი თვის მარაგი ჰქონდეთ და ამას აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. მოსალოდნელია, შემთხვევების მკვეთრი ზრდა და ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, არ ვცდილობ, შევაშინო მოსახლეობა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, დავამშვიდო, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა, მათ შორის სერიოზული ზრდა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა და ამავე დროს ინსტრუმენტებს, რომელიც მოწოდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს ინსტრუმენტები გამოცდილია პანდემიური გრიპის დროს. ეს სამი სცენარი არსებობს და რომელი სცენარით შეიძლება, განვითარდეს ქვეყანაში ეპიდემია – ამ დროს რამდენი საწოლი გჭირდება მსუბუქი, მძიმე თუ კრიტიკული ავადმყოფებისთვის, რამდენი ექიმი, სავენტილაციო აპარატი, პიკს როდის მიაღწევს, თუ ასეთი ეპიდემია დაიწყო ქვეყანაში, ეს სცენარები და ამის მზაობა არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: აქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს