ამირან გამყრელიძე – ხელისუფალიც და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს

ხელისუფალიც და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს, არავითარი პრივილეგია არ უნდა არსებობდეს,- ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა მკაცრი რეკომენდაციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ახლობლები სოციალურ ღონისძიებებს მართავენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ხალხმრავალი შეკრებები ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს.

„საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ხელისუფალიც და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს, არავითარი პრივილეგია არ უნდა არსებობდეს, კანონი ყველასთვის ერთია”, – აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე – მოსახლეობის სულ მცირე 60% თუ აიცრება, საქართველოში პანდემია დასრულდება
შემდეგი სტატიაუცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარედგინა