ამირან გამყრელიძე – ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს, საქართველოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულა – ამის რესურსი ქვეყანას აქვს

თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა და გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ყურადღება გავამახვილეთ ტესტირებაზე თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ტესტი. გამოკვლეულია 1126 ნიმუში, თავიდან თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა, გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ, ტესტირების საშუალება, იქნება ეს, სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი ტესტირების, რომელსაც წარმოადგენს PSR ტექნოლოგია, ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, არ დაფიქსირებულა არცერთი ფაქტი, სადაც ტესტის ჩატარება იყო საჭირო და უარი ითქვა.

„რამდენჯერმე მოგახსენეთ, რომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ტესტების მარაგი, რომლითაც ვაწარმოებთ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არცერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირების მოთხოვნა დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტშია, მაგრამ გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა უფრო მეტია და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას, გარდა PSR ტექნოლოგიებისა ჰქონდეს კიდევ ის ახალი, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში, ეს გახლავთ სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე დამყარებული ისე ანტისხეულზე დამყარებული“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტესტების შემოტანა ქვეყანაში, დროულად მოხდეს.

„სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ქვეყანაში სწრაფად იყოს რეგისტრირებული და შემოტანილი. ამ საკითხებზე იქნა კონსესუსი მიღწეული ასევე დღეს დამსწრე ექსპერტებთან, მათ შორის რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელთან და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მათ, რომ სწრაფი რეჟიმით მოხდეს მისი იმპორტირება ქვეყანაში, რათა ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულიყო – ამის რესურსი ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს
შემდეგი სტატიაCuratio-ს აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის გატარებულ ღონისძიებებზე – საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში – არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება, ისე, როგორც ჰქონდა იტალიას, შვეიცარიას საფრანგეთს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას