ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვთვლი, რომ ხანდაზმული ადამიანების პნევმოკოკური ვაქცინაციის დანერგვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„2015 წლიდან ჩვენ ვცრით ბავშვებს, ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკური ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ღონისძიება. რაც შეეხება ხანდაზმულთა, 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამას ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს. კორონავირუსთან დაკავშირებით მისი ეფექტურობა ჯერ გამოკვლეული არაა, ვინაიდან ამ ინფექციას მხოლოდ 3 თვის ისტორია აქვს. მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, საზოგადოებას და მთავრობას, მივცემდი რეკომენდაციას, რომ ამის დანერგვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. ახლა ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა დარჩეს სახლში, და ამ პირობებში ხანდაზმული ადამიანების აცრა ძალიან რთული იქნებოდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: კანონი ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისა და ყველასთვის
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: პრიორიტეტები შეცვლილია და დღეს მოსახლეობას სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა და თანადგომა