ამირან გამყრელიძე : ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა

ხალხში პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პირბადის ტარების კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ ინფიცირებულების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება.

„ამ დღეებში სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა დიდ მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხმა ქუჩებში, შენობებში და ა.შ. კულტურა პირბადის ტარების საკმაოდ გაზარდა. თუ ავალთ 95 პროცენტზე, დღეს ვართ სადღაც 60-დან 65%-ზე პირბადის ტარებისა და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, ჩვენ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირებულთა რაოდენობას და წამოვა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ. დავიცვათ პირბადის ტარების კულტურა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : შვეიცარიას, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყანას, გაუჭირდა რეანიმაციული საწოლების რაოდენობა , პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება და მკურნალობა