ამირან გამყრელიძე : კარანტინი, სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განვახორციელეთ, ეს გახდა იმ წარმატების საწინდარი, რომლითაც საქართველოს შეუძლია იამაყოს

admin
ავტ.: admin ივლისი 3, 2020 14:01

ამირან გამყრელიძე : კარანტინი, სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განვახორციელეთ, ეს გახდა იმ წარმატების საწინდარი, რომლითაც საქართველოს შეუძლია იამაყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ უცხოელ ექსპერტებს ქვეყანაში არსებული ეპიდემოოლოგიური ვითარება გააცნო.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კარანტინისა და სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განხორციელდა, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, წარმატებით იამაყოს.

მისივე თქმით, მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიზიარა დაცვის ღონისძიებები.

„ჩვენს ქვეყანაში კარანტინის სტრატეგია, სახლში დარჩენის სტრატეგია „კოვიდ-19“-ის დროს, საბოლო ჯამში გაირკვა, რომ საკმაოდ დროულად, მრავალსექტორულად განვახორციელეთ და ეს არის სწორედ საწინადარი იმისა, რომ დღეისთვის საქართველოს შეუძლია იამყოს წარმატებით.

ჩვენ დროზე დავიწყეთ რეაგირება, იანვრის შუაშიც კი დავიწყეთ გარკვეული რეაგირება, როცა ჩინეთში გამოჩნდა პირველი შემთხვევები ეპიდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, დროული და მრავალსექტორული იყო. არა მხოლოდ სამედიცინო სფერო ჩაერთო, არამედ უამრავი სხვა სექტორი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა.

ასე რომ, მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიზიარა და აითვისა დაცვის ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხრიდან სწორედ ასეთი გაცნობიერებით, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია კარგი მაჩვენებლისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin ივლისი 3, 2020 14:01

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics