ამირან გამყრელიძე: კანონი ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისა და ყველასთვის

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძრებში შეკრებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მის დაცვას კი ამ ეტაპზე ყველაზე კარგად სოციალური დისტანცირება უზრუნველყოფს. გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველო სამართლებლივი სახელმწიფოა, რომელშიც ახლა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისა და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება – გამომდინარე დიდი საშიშროებისა, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში – თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვასა და წირვაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამით მრევლი როგორც მღვდელმთავრების, ასევე საკუთარი თავის და გარშემო მყოფების ჯანმრთელობას დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: პროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს