ამირან გამყრელიძე – ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, რა შედეგი ექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით უკვე მოხსნილ შეზღუდვებს.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია
შემდეგი სტატიაThe Washington Post – საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან