ამირან გამყრელიძე : ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება.

გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცრება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. დაახლოებით უნდა ვატაროთ დღეში 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა : შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლი განცხადებით პასუხობს კრიტიკას, რომელიც 25 ლარიანი ვაუჩერების სოციალურ პროექტს მოჰყვა