ამირან გამყრელიძე: ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოვაყალიბოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურიზმის გამო, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ყველა ქვეყანა ვითარებას ნელ-ნელა ამსუბუქებს.

ამ განცხადებით გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ხელს ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

„დიახ, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას, რადგან ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ შეიძლება, გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, ის შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით უნდა იყოს დაბალანსებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მისი ხმა პოლიტიკური კლასის ფარგლებს გარეთაც შეისმინონ და ეს სწორედ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე იქნება შესაძლებელი