ამირან გამყრელიძე – გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ერთი და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევა.

„ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ მოწოდება, რომ ვცხოვრობთ პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ინფექციის შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – დიდი ალბათობით, ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა აცხადებს, რომ ზუგდიდში მის საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერები გადააკრეს