ამირან გამყრელიძე – გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

region
ავტ.: region სექტემბერი 22, 2020 16:23

ამირან გამყრელიძე – გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარაში ეპიდემიოლოგები გავაძლიერეთ. გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ასევე ლაბორატორია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზეგანაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო კადრებით აჭარის რეგიონი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„აჭარაში გასულ კვირას თავად ვიყავი ორი დღის განმავლობაში. იქ მუშაობენ ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგები, დაეხმარებიან ჩვენს კოლეგებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან. ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ლუგარის ცენტრის დირექტორი და „პისიარ“ ლაბორატორიის ხელძღვანელი. ასევე, ფოთიდან ჩვენი კოლეგები გადავამისამართეთ აჭარაში შესაბამისად, ისინი ლაბორატორიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას დაეხმარებიან. ხდება ადამიანური რესურსების სერიოზულად გაძლიერება, რათა ხაზს ვუსვამ, დავასტაბილუროთ ვითარება აჭარაში და ამ რეგიონიდან ინფექციის გამოტანის რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ამდენად, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგები გავაძლიერეთ. გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ასევე ლაბორატორია. დღეს აჭარაში გაემგზავრა მარინა ეზუგბაია იქ კლინიკურ მართვაში დახმარებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამედიცინო კადრებით რეგიონი კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 22, 2020 16:23