ამირან გამყრელიძე: ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.

გამყრელიძის თქმით, დღეისთვის საქართველოში 12 კლასტერია და ესენი არიან ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ

“გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა.

ამ ხნის განმავლობაში გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა, ერთხელ 19 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში. ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე.

დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაშვილმკვდარი დედა გიორგი გახარიას მიმართავს