ამირან გამყრელიძე: ერთ შემთხვევაზე გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავიდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ისტორიასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ცნობილია რომ შიდაგავრცელება არ არის და ეს შემთხვევა მარნეულსა და ბოლნისს არ უკავშირდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

“ერთ-ერთი შემთხვევა არის თუ არ ვცდები გუშინ დადასტურებული სადაც ვმუშაობთ კიდევ წყაროს დადგენაზე, რომელიც გარკვეულად გართულებულია მრავალმხირივი კონტაქტების გამო. მარნეულის შემთხვევაში დაახლოებით ვიცით პირველწყარო იმას არ ჩავთვლით შიდა გავრცელებად, მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი რთული შემთხვევა კონტაქტების თვალსაზრისით, სადაც ინტენსიური მუშაობა მიდის კონტაქტების გამოსავლენად და გვაქვს ეჭვი, რომ წყაროზე ვერ გავიდეთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

https://youtu.be/1TS4-wFp-lY

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაფოთის ნავსდგურმა ”გაფართოების” უფლების მიღების ფაქტს რომან გოცირიძე ეხმაურება