ამირან გამყრელიძე – ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების გათიშვის, ასევე პირბადის გამოყენების რეგულაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა

ეროვნული გამოცდების პერიოდში კონდიცირების გათიშვის, ასევე პირბადის გამოყენების რეკომენდაციები დღეისთვის არსებულ მტკიცებულებებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით კვლევებიც მიმდინარეობს, თუმცა, დღეს რეკომენდაცია ასეთია.

„რეგულაცია და გაცემული რეკომენდაცია, რომ გამოცდების პერიოდში გათიშული იყოს იმ ტიპის ვენტილაცია, ანუ კონდიცირება, რაც დღეს უმრავლეს შენობებშია და მათ შორის იქ, სადაც გამოცდები ტარდება, ეყრდნობა მტკიცებულებებს, რაც დღეისთვის არსებობს. ის, რომ პირბადით უნდა იყოს, ესეც ეყრდნობა დღევანდელ მტკიცებულებებს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაცემულ და მრავალი ქვეყნის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. დღეს ეს არის, მაგრამ მოგეხსენებათ, სამარადჟამო არაფერია. ველოდებით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა, კვლევები მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპაში, ის ასოციაციები აკეთებენ, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ საინჟინრო პროფესიებთან და კიდევ ერთხელ ვნახავთ, მაგრამ დღეს ძალიაშია რეკომენდაციები, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – სპორტული დარბაზების გახსნას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, ჯერ შეზღუდვების მოხსნის შედეგები უნდა ვნახოთ