ამირან გამყრელიძე: დოკუმენტები გათვლილია, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად, ყოველდღიურად დაავადდეს

„რაც მთავარია, თუ იგრძნობთ პირველივე სიმპტომებს ხველის, ტემპერატურის, სუნთქვის გაძნელების, იმ წუთში ურეკავთ თქვენს ოჯახის ექიმს. არ არის აუცილებელი მისვლა. ოჯახის ექიმების ტრენინგი უკვე მიმდინარეობს. ისინი მოგცემენ მიმართულებას, რა დროს მიბრძანდეთ, თუ საჭიროა საავდმყოფოში, რა დროს, რა პერიოდი დარჩეთ თვითიზოლაციაში, რა დროს უნდა იქნეს აღებული სინჯი კორონავირუსზე და ასე შემდეგ. ისინი მიჰყვებიან ამ პროტოკოლს, ამიტომ უნდა გვქონდეს ექიმებთანაც და სამედიცინო პერსონალთან დისტანციური ურთიერთობა. ანუ რომ მოვხაზოთ მთავარი და რომ შევაჯამოთ, მთავარი გახლავთ სწორედ ამ რეკომენდაციების დაცვა და, რა თქმა უნდა, პირადი და ზოგადი ჰიგიენა – ბევრჯერ ხელების დაბანა დღის განმავლობაში, რომ შემოვდავართ დაწესებულებებში, კარგია, რომ დგას სანიტარიზერები იგივე მოლებში, ხელების სპირტიანი ხსნარით ხშირად დამუშავება და ისევ და ისევ და ჩვენი დღევანდელი სლოგანი არის – დარჩით სახლში“, – აცხადებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისივე განცხადებით,სერიოზული ზრდა მოსალოდნელია ხოლმე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში, ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მომავალი ოთხი კვირა გვექნება რთული და ამიტომ არის გამკაცრება ყველაფრის, საგანგებო მდგომარეობა რასაც გვეუბნება, ყველამ უნდა დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის წესები და რეჟიმი. ეს აუცილებელია. აუცილებელია, ვეცადოთ, მაქსიმალურად მინიმალური დაზიანებით გავიაროთ მომავალი ოთხი კვირა. შესაძლებელია, ეს კიდევ მეტხანს გაგრძელდეს, რადგან გვაქვს რვაკვირიანი სცენარი, 12-კვირიანი სცენარი გათვლილი და კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩნდება მე-5, მე-6 კვირის დროს, როგორი სისწრაფე გვექნება ზრდის. რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო სხვა რეკომენდაციები იყოს, შეიძლება, კიდევ მეტად გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში, მაგრამ დღეს სერიოზულად არის ქვეყანაში გამკაცრებული ღონისძიებები. მთავარია, დავიცვათ ეს რეკომენდაციები, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რასაც მთავრობა, ჯანდაცვის სფერო და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურად იძლევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

„ყველა ამ სცენარზე გათვლილია ჩვენი სამუშაო დოკუმენტები გათვლილია, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად, ყოველდღიურად დაავადდეს, კვირის განმავლობაში დაავადდეს; რამდენს დასჭირდება ჰოსპიტალური მომსახურება, რამდენი გადაიტანს იოლად და დარჩება სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით იმკურნალებს, რამდენ ადამიანს დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა და ასევე, სამწუხაროდ, გათვლილი გვაქვს, არსებობს ეს მონაცემებიც, მათ შორის, ყველაზე სამწუხარო გამოსავლის, ამიტომ ვამბობთ, რომ როგორმე ვეცადოთ, უარეს სცენარს გვერდი ავუაროთ და არ შევიდეთ უარეს სცენარში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ხელისუფლების მთელმა ვერტიკალმა იმუშავა იდეალურთან ახლოს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან 50 წლის ქალი გადაიყვანეს