ამირან გამყრელიძე – დიდი ალბათობით, ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება

დიდი ალბათობით, ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგები აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობენ და ჯერ „კოვიდ-19“ ერთი თანამშრომლის გარდა, არც ერთს დადასტურებია.

„აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა. შესაბამისად, ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ მუშაობის შეწყვეტას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ეს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციაა“.

აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 5 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 7 079 „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება