ამირან გამყრელიძე: დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსების ძირითადი გაღიზიანების საბაბი გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები და არ არის რუსეთი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ეს სისტემა. ჩვენ მადლობელი ვართ და მოდით, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„ლუგარის ლაბორატორია არის ჩვენი ქვეყნისთვის განძი, ძალიან მნიშვნელოვანი განძი. ოღონდ შენობა და აპარატურა არ არის განძი. ის ადამიანები არიან, ვინც იქ მუშაობენ – მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მეცნიერები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ დახმარება, ამისთვის მზად ვართ
შემდეგი სტატიაიმნაძე: საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ საშიშია.