ამირან გამყრელიძე – დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 24 პროცენტი სტაციონარში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდ რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მისივე თქმით, დრვანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულების დაახლოებით 24 პროცენტი სამკურნალოდ სტაციონარშია მოთავსებული.

„ტენდენციას მივყვებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გვაქვს, სამნიშნა, ოთხნიშნა ციფრების ფარგლებში. ქვეყანაში კორონავირუსის 13 198 აქტიური შემთხვევაა, აქედან სტაციონარებში წევს 3 155, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24 პროცენტის ფარგლებშია. ყოველთვის ვამბობდით, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით თხუთმეტიდან 35 პროცენტის ფარგლებში. ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი ეს ტენდენციაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითომა ხაბეიშვილი – “პატრიოტთა ალიანსი” პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!”
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, რისკ-ჯგუფებს ვთხოვ, აიცრან