ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს – მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ზიკას ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!! – ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ს 114 თანამშრომლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

აღნიშნული განცხადების შესახებ ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.

მათივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე სპეცრაზმი მარიამ გაფრინდაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ემიჯნებიან