ამირან გამყრელიძე: ჩვილის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა

ჩვილის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა, იქ დისტრეს სინდრომია განვითარებული. აღებულია ნიმუში და პასუხი გვიან იქნება. ასევე რამდენიმე ათეული ნიმუშია ლუგარის ლაბორატორიაში და გვიან გვექნება პასუხები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა კლასტერი კონტროლდება გარდა მარნეულის შემთხვევისა.

„73 შემთხვევიდან, რაც დადასტურებულია ქვეყანაში, ყველას წარმოშობის წყარო ვიცით, გარდა მარნეულის შემთხვევისა, სადაც ჯერჯერობით პირველწყაროზე ვერ გავედით და იქ დაწყებულია გაფართოებული კვლევები და ტესტირება. ვრჩებით 73 შემთხვევაზე. შეგახსენებთ, რომ ხვალ შესრულდება ერთი თვე, რაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისეთა გადამზადების პროგრამა გაიარეს