ამირან გამყრელიძე : ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, იქნება შესაბამისი ჯარიმებიც

სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.

„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ერთადერთი ნაბიჯია ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალიტეტმა კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა