ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს.

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიამიზი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოს თვეში შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებზე დაკვირვება, შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: რუსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ შექმნილი ოკუპაციური სისტემა იმსხვრევა