ამირან გამყრელიძე: არ არის რეკომენდებული მისალმენისას ერთმანეთის კოცნა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ინფექციების, განსაკუთრებით კი, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში შეხვედრისას ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმონ. ამასთან, მისი თქმით, მსგავ პერიოდში არ არის რეკომენდებული მისალმენისას ერთმანეთის კოცნა.

მისივე თქმით, მარტივი რეკომენდაციები ხშირად კარგ შედეგს იძლევა.

„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით ერთმანეთს, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ბობოქრობს გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, რომლებიც გადადის წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებითა და ახლო კონტაქტით. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის მაინცდამაინც რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და უმჯობესია, ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ ხოლმე. ეს მარტივი და მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე ანდრია ჯღამაიძეს: “გააკეთე ის რაც გითხრა პატრიარქმა”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს