ამირან გამყრელიძე : ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაფართოვდა, სადაც ძირითადად ექიმის დანიშნულებით მიდიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5068 შემთხვევის გამოვლენა, რეკორდულად მაღალი რაოდენობის ტესტის ჩატარების შედეგია.

მისი თქმით, ჩატარდა 17463 ტესტი, საიდანაც 10804 „პი სი არ“ ტესტია და 6659 ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი.

“დღეს ყველაზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი – 5068, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი ტესტია ჩატარებული – 17463, აქედან „პი სი არია“ 10804 დ 6659 ანტიგენზე დაფუძნებილი სწრაფი ტესტია. მოგეხსენებათ, გუშინ დადგენილება გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაფართოვდა, სადაც ძირითადად ექიმის დანიშნულებით მიდიან და ასევე მიდიან თვითნებით პაციენტები. დაახლოებით 223 დაწესებულება განისაზღვრა, რომელიც ხაზს ვუსვამ, ამბულატორიულ ტესტირებას ატარებს. ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა რეგიონში ამბულატორიული დაწესებულების თანამშრომლებს, რომ შაბათ-კვირას იყვენ მაქსიმალურად მორიგეები, რომ ადამიანებს ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ჰქონდეთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე
შემდეგი სტატიაშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა