ამირან გამყრელიძე – ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში

ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოშიც გვქონდეს აღნიშნული პრაქტიკა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განიხილეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას. მისი განცხადებით, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემდგომ მოხდება ამ საკითხზე საუბარი.

„80% შემთხვევებისა მიმდინარეობს მსუბუქად და ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში და ეს არ არის თვითმკურნალობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება ეს არის მცირე საშუალება რომელიც მოგვცა უფალმა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას, ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ