ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია

დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა.

„ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს. ეს არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი.

აქ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„მე რაც ვიცი, დაახლოებით 15 -ამდე პრეპარატი და ახალი მოლეკულაა კვლევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე გაჩნდება, ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც მეტი აქტივობით იმოქმედებს ამ ვირუსზე. შესაძლოა პრეპარატმა დაასწროს ვაქცინას, მე ასე მგონია. თუმცა ამ დაავადებისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინა და უნდა გაკეთდეს.

როგორც მერკელმა თქვა, დაავადება უნდა მოიხადოს მოსახლეობის უმრავლესობის 60 %-მა ან ყველა უნდა ავიცრათ. ვფიქრობ, ვაქცინა გაჩნდება. დღეს უკვე გერმანიაში დაიწყო კლინიკური კვლევები, ასევე ბრიტანეთსა და აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება “,-ამბობს გამყრელიძე.

 

https://youtu.be/p8aeQqyjof4

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი ოპონენტების შეფასებაზე სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით – თუ ეს პაკეტი იმდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის, რომ წყვეტს არჩევნების ბედს, ჩვენი მთავარი ამოცანა, შეგვეთავაზებინა ქმედითი პაკეტი მოსახლეობისთვის, მიღწეულია
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – სასოფლო-სამეურნეო მიმართულება ეს ცალკე პრიორიტეტია, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება