ამირან გამყრელიძე – ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა

ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 50 ათას ადამიანს შეუძლია.

„დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე აქტიურობა მაღალია.

„საკმაოდ მაღალია აქტიურობა, 6700 დარეგისტრირებული ერთბაშად არ არის პატარა. ჯერ კიდევ ნაკლები აქვს ხალხს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, თავისუფლად შეიძლება 50 ათასი ადამიანის დარეგისტრირება“, -აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – პარლამენტში შესული, რეპუტაციადაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 177 ფაქტი გამოავლინა