ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ. მისი თქმით, დღეს სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი იქნება “ხავერდოვან გადაბარებაზე”.

“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ, დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას, მოგეხსენებათ ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს”, – თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას ცენტრის წინაშე ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრებს.

“მთავარმა არხმა” 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებდა. ცნობილია, რომ გამყრელიძის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა
შემდეგი სტატიათბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება