ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემდეგ ეტაპზე საქართველოს საზღვარზე გადმოსული ტრაილერების მძღოლების ტესტირება იგეგმება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი.

„პირველ ეტაპზე, ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება განსაზღვრებას „კოვიდზე“ შესაძლებელი შემთხვევისა. ეს არის ის, ვისაც აქვს ცხელება, ან არ აქვს ცხელება, მაგრამ აქვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები. ანუ, ყველა ამ ადამიანს უტარდება.
დღეს იტესტება ყველა ცხელების ცენტრში მისული. იტესტება ​პნევმონიით ყველა ადამიანი, ნებისმიერ კლინიკაში, იქნება ეს ცხელების, „კოვიდის“ თუ სხვა კლინიკა. ასევე, უკვე დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები ყოველ 14 დღეში. პირველ ეტაპზე, ესენი იქნებიან, სადაც მკურნალობა მიდის „კოვიდიანი“ ავადმყოფების, ასევე, ცხელების კლინიკების პერსონალი – ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე ტესტირება ჩაუტარდებათ კარანტინში მყოფ ადამიანებს საკარანტინო ზონაში შესვლიდან მე-13 და მე-14 დღეს, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში. გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ თუ კარანტინში ყოფნის დროს მოქალაქეს სიმპტომები ეწყება, ის მაშინვე იტესტება და კლინიკაში გადადის.

„ყველა სასწრაფო დახმარების ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი, ასევე მძღოლი ექვემდებარებიან კვლევას ყოველ 14 დღეში. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა მუშაკი – ეპიდემიოლოგი, ვინც დადის და სინჯებს იღებს, აუცილებელია, მათი ასევე 14 დღეში გატესტვა. თანდათან ვაფართოებთ წრეს. საუბარია ტრაილერების მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ტვირთი შემოაქვთ. ასე არის რამდენიმე ეტაპად დაჯგუფებული“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – „რემდესივირზე“ არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ამავე დროს ძალიან დამაიმედებელიც, საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს