ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა – უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. წინა კვირაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 221 შემთხვევა მოდიოდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომდევნო კვირებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწყებულ არდადეგებს უკავშირდება.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 400-ს მიაღწევს, დღის წესრიგში დადგება ამბულატორიული დაწესებულებების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა. 500-იანი ნიშნულის დაფიქისრების შემთხვევაში კი, უკვე ეპიდემია გვექნება.

თუმცა, როგორც დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ჯერჯერობთ მსგავსი საფრთხის საფუძველი არ არსებობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლოს 100 ათასი ადამიანიდან 400-ის დაინფიცირების მაჩვენებელი 2009 წელს იყო.

ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპით დაინფიცირებულთა უმეტესობას H1N1 აქვს.

banner
წინა სტატიაში2018 წელს კანონმდებლებმა ჯამში 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულების და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი
შემდეგი სტატიაპირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება