ამირან გამყრელიძე – 537 ახალი შემთხვევა მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა მანიშნებელია, რომ ინფექცია კვლავ ცირკულირებს და განსაკუთრებით შეზღუდვების ფონზე, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების რისკი არსებობს.

„29 600 ტესტის ჩატარების ფონზე გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. მითუმეტეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგორში ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დინგში მოარტყან ამ მთავრობას