ამირან გამყრელიძე : 1 759 ახალი შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1759 შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია.

მისივე განცხადებით, მედპერსონალის ინფიცირება მხოლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არ მომხდარა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 1 759 ახალი შემთხვევიდან 1 345-ს სიმპტომები აღენიშნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიებს ან ამბულატორიებს, სადაც ნაცხის აღება ხდება, მიმართავენ სიმპტომებიანი ადამიანები. ამიტომაც დადებითი შემთხვევების უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანებია. 1 759-დან სიმპტომიანია 1 345 პაციენტი. სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამწუხაროდ, ჩვენ ვართ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. მოგეხსენებათ, საკმაოდ სერიოზული ოჯახური გავრცელება გვაქვს. ექიმებსაც გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია: კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად, გარკვეული წესებით თანაცხოვრებას, ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა