32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ამინდი მკვეთრად უარესდება: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს, სეტყვასა და 4-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს. 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება.

“26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა მიგრაციის წესების გამკაცრებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: “ნაცმოძრაობამ” თავმჯდომარედ ვინც არ უნდა აირჩიოს, ზნესა და ფერს არ იცვლის