საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე უკვე მიიღეს.
“გაცნობებთ, რომ 6-9 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”,_ წერია ინფორმაციაში.
















