ამილახვარი შავგულიძეს: თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა

თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, შეუერთდით იმ ძალას, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა რეფორმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ“ – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა ფრაქცია „ლელოს“ წევრ შალვა შავგულიძეს.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, „ლელო“ შეუერთდა იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო რეფორმას.

„იმ ძალისგან ვისაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფრაქცია „ლელოსგან“, ერთის მხრივ ხელი რომ მოაწერეს, ახლა მორალს გვიკითხავენ და ორი თვეა თავისებური სულისკვეთებით განმარტავენ მიშელის დოკუმენტს, ეს რბილად რომ ვთქვათ, კომიკური საქციელია. გუშინ ნათელი მაგალითი იყო, იმიტომ, რომ თქვენი ხელიდან ბატონო შალვა, საარჩევნო რეფორმა ჩავარდა, შეუერთდით იმ ძალებს, ვინც გუშინ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო რეფორმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ამიტომ თქვენ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, რა დესტრუქციული ძალაც არის ის, ფაქტობრივად იმას უტოლდებით. რაც ახლა თქვენ , სიტყვა-სიტყვით წაიკითხეთ, „ქართულ ოცნებას“ შესრულებული აქვს ყველაფერი.

პროცესი შეჩერდა, შესაბამისი კანონი მიღებულია, დამატებით კონკურსი გამოცხადდა, ახალი განაცხადები იქნა მიღებული, დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო როგორც ვენეციის კომისიის დასკვნის, ისე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. აღარაფერს ვამბობ, რომ პროცესი მიმდინარეობს კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, ყველა წესის დაცვით, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურ ჭრილში, არანაირი კითხვის ნიშანი ან რაიმე ხარვეზი, დღევანდელ განსახილველ საკითხს არ ახლავს, ამიტომ ცხადია ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გავაგრძელოთ პროცესი ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს“- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშიNCDC: ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია
შემდეგი სტატია“ქურდები ესენი არიან”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულის მამა