ამილახვარი: ძალიან კარგია, რომ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და დაფინანსების ზრდა სახეზეა

როდის გადავაფასებთ სამეცნიერო პრიორიტეტებს და თანხებს იმ დარგებში დავხარჯავთ, რაც სახელმწიფოს სჭირდება, ხოლო იმ დარგების დაფინანსებას შევწყვეტთ, სადაც ფულს ათწლეულებია ვხარჯავთ და მაკულატურის გარდა, არაფერი იქმნება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

“ძალიან კარგია, რომ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და დაფინანსების ზრდა სახეზეა, მაგრამ იმ მოდელით, რა მოდელითაც ფული იხარჯება პროფესიულ განათლებაში, უმაღლეს განათლებაში თუ მეცნიერებაში, სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრი წლების განმავლობაში სასურველ შედეგებზე ვერ გავდივართ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით უნდა განსაზღვროს შედეგებზე დაფუძნებული განათლების დაფინანსება “და არა დიპლომების განათლების დაფინანსება, რასაც დიდი დოზებით ვაწყდებით“.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი დედა სიდონიამაც მოაწერა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: მეორე ტური არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია