ამილახვარი – არანაირი საფუძველი იმის, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ახლა პარლამენტში იყოს მიწვეული, არ არსებობს

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, თუ რამდენად ავთენტურია გამოქვეყნებული მასალები, ვის მიერ და როგორ აღმოჩნდა ეს მასალები საჯარო სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები და შეფასებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მანამდე სხვა ყველაფერი პირდაპირი იერიშის მიტანაა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, რათა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობის სარგებლობს, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, წინასაარჩევნო პროცესში ჩაითრიონ და ჩირქი მოსცხონ. არანაირი საფუძველი იმის, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ახლა პარლამენტში მოვიწვიოთ, არ არსებობს. ამის თაობაზე „ლელოს“ მოთხოვნა არაფრისმომცემი და არათანმიმდევრულია. თუ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რომელიმე თანამდებობის პირს აქვს რაიმე გადაცდომა, პარლამენტი ნებისმიერი თანამდებობის პირის მოყვანაზე და მოსმენაზე იმსჯელებს. ყველაფერი სხვა დანარჩენი პოლიტიკური კეკლუცობაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება ჰქონდეს რაღაცა ტიპის ჩანაწერები და პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება ემსახურება პრევენციას, არ მოხდეს მათი გამოქვეყნება. პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ ავიღებთ, როდესაც იქნება გამოძიების შედეგები და თუ დადასტურდება რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა“, – განაცხადა ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” – მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია
შემდეგი სტატიასააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობახე – საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის