(Video) “ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ” – Freedom House

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა Freedom House. საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელი ნეით შენკანი შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო და სასამართლოზე ღია პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრობს.

შენკანი აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

„ჩვენ აქ Freedom House-ში ძალიან შეშფოთებული ვართ რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია ვაკვირდებით ამ საქმეს. ადრეც გამოვხატეთ შეშფოთება თუ როგორ გახდა ეს საქმე ღია პოლიტიკური ზეწოლის საგანი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და როდესაც საქმეში ჩართულია მედია კომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკდიებლობის შესახებ უფრო მყარდება. ამ შემთხვევაში და ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს, რომლის შედეგიც არის კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა,“ – განაცხადა Freedom House-ის პროექტების დირექტორმა ნეით შენკანიმ.

https://www.youtube.com/watch?v=0AAFfw-JGqM&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი – მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება