ამერიკულმა თანამგზავრმა ჩრდილოეთ კორეის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავი დააფიქსირა

აშშ-ს დაზვერვამ აღმოაჩინა ჩრდილოეთ კორეის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავი “Sinpo-C”, რომელიც, სავარაუდოდ, აღჭურვილია ერთი ან რამდენიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით. ამის შესახებ იუწყება გამოცემა “The Diplomat”.


არსებული მონაცემებით, სუბმარინა მუშაობს ელექტრული დიზელის ძრავაზე, მისი წყალტევადობა არის 2 ათასი ტონა, ხოლო სიგანეში აღწევს 11 მეტრს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრის მიერ ეს წყალქვეშა ნავი 2017 წლის აპრილში დაფიქსირდა, გამოცემამ მხოლოდ ახლა გაიგო მის შესახებ.
აქამდე აშშ-ს დაზვერვისთვის ცნობილი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალების შეიარაღებაზე არსებობდა ერთი წყალქვეშა ნავი “Sinpo-B”, რომლის წყალტევადობა შეადგენს 1,7 ტონას. იგი პირველად დაფიქსირდა 2014 წელს და აჭურვილია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით “Pukguksong-1”.

banner
წინა სტატიაშინიკი ჰეილი: სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა რუსეთის ახალი იარაღია
შემდეგი სტატიასააკაშვილმა და სემჩენკომ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის გაგრძელება